მათემატიკის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 136–ე სკოლაში მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადაში მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტესტებში შესული იყო ამოცანები სხვადასხვა სახელმძღვანელოდან. ტესტები მოიცავდა როგორც მათემატიკურ ისე ლოგიკურ ამოცანებსაც.
შეჯიბრებაში გამარჯვებულები და მეორე–მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები გამოვლინდნენ მეოთხეკლასელებს შორის, და ცალკე მეხუთე–მეექვსე კლასელებს შორის.
საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
მათემატიკის მსოფლიო დღე მარტის პირველ ოთხშაბათს იმართება და მასში მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან იღებენ მონაწილეობას მათემატიკის მოყვარულები. ოლიმპიადა, რომელიც მათემატიკის მსოფლიო დღეს ეძღვნება, 136–ე სკოლაში უკვე მეორედ ტარდება. ოლიმპიადის ორგანიზატორები მათემატიკის მასწავლებლები ნინო კეკელიძე და ინგა მარჯანიძე იყვნენ.
















