აგვისტოს მოვლენები ჩვენი სკოლიდან…

აგვისტოს მოვლენები თითოეულ ჩვენგანს შეეხო და ამ თემაზე საუბარს ვერც მასწავლებლის ბლოგზე გავექცევით.

სექტემბრისთვის რომ დავბრუნდით სკოლაში, შენობაში დაახლოებით 500 ახალგორიდან დევნილი ცხოვრობდა, მათ შორის ჩემს კლასში.

სწავლის დაწყებისთვის კი 2 ახალი მოსწავლე გვყავდა, დევნილები. მათი მშობლები გვიყვებოდნენ იმ პირობების შესახებ, რომელშიც უწევდათ ცხოვრება. ამ ადამიანების მიმართ, ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა. გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით, რითაც კი შეგვეძლო.

ისინი უკვე ბაღში ცხოვრობდნენ, სწავლის დაწყების გამო ხომ გადავიდნენ სკოლებიდან. ბაღში კი ყველაზე მეტად სჭირდებოდათ თეთრეული, ჩასაცმელი, სასწავლო ნივთები და ჭურჭელი.

ჩემი სადამრიგებლო კლასის ყველა წევრი შეეცადა გაეღო მაქსიმუმი, ზოგმა სახლიდან წამოიღო ნივთები, ვისაც საშუალება ჰქონდა შეიძინა მათთვის ახალი თეთრეული.

Advertisement

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.