(შევეცდები ბლოგს თანდათან შემოვამატო წერილები იმ ღონისძიებებზეც, რომლებიც ადრე ჩავატარე, ასე რომ ქრონოლოგიური თანმიმდევრობა არ იქნება დაცული
)
2008 წლის გაზაფხულში დავაპირეთ, გაგვეკეთებინა ღონისძიება – ჩემი სადამრიგებლო კლასი პირველი კლასის მოსწავლეები გახლდათ. სწავლის დამთავრებისკენ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით ექსკურსიაზე მცხეთაში. ექსკურსიის მიზანი იყო, ბავშვებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, დაეთვალიერებინათ და შემდეგ დაეხატათ ნანახი, თავიანთ შთაბეჭდილებები.
მეორე დღეს გამოვფინეთ ბიბლიოთეკაში ნამუშევრები და თითოეულმა მოსწავლემ მშობელთან ერთად გააკეთა პრეზენტაცია
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს




აღსანიშნავია, რომ ტყეში დაგვხვდა უამრავი ნაგავი, რაზეც ბავშვებმა ყურადღება გაამახვილეს. ამიტომ მივწერეთ წერილი მცხეთა-თიანეთის გუბერნატორს და შევთავაზეთ, ერთად დაგვესუფთავებინა რამდენიმე ადგილი, მაგრამ ჩვენს წერილს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია

Nino said
ჩემს ბლოგზე დავამატე ამ ბლოგის ლინკი!