ნერგებიდან გაშენებული მომავლისაკენ

საკურორტო ზონაში გადამწვარი და განადგურებული რამდენიმე ასეული ჰექტარი ტყე რუსული აგრესიის ერთერთი „დანატოვარი“ გახლდათ.

დევნილების დახმარების შემდეგ ვიფიქრეთ, გვეზრუნა ტყეების აღდგენისათვის (აღდგენა, ალბათ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია :) ). ბორჯომში უნდა დაგვერგო ნაძვები.

ვიყიდეთ ნერგები და ერთი კვირის განმავლობაში ვინახავდით სკოლაში. მერია დაგვპირდა ავტობუსის გამოყოფას. ვემზადებოდით, რომ ბორჯომის ერთერთი სკოლის მეორე კლასელებთან ერთად (ამ პროექტის განხორციელება მეორე კლასში იგეგმებოდა) ჩაგვეტარებინა აქცია.

“თითო ნერგით ვუპასუხოთ ბუნებას”

“ერთად ბუნების სადარაჯოზე”

“ნერგებიდან დაწყებული თანადგომა”

“თანადგომით დავიბრუნოთ ბუნება”

“ნერგებიდან გაშენებული მომავლისაკენ”

“თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, დაეხმაროს გასაჭირში მყოფს, გასაჭირში კი ახლა ტყეა”.

ლოზუნგებით, პლაკატებითა და ბეჯებით შეიარაღებულები რამდენიმე თვის განმავლობაში ვემზადებოდით. დავუკავშირდით ბორჯომის გამგებელს, გამოგვიყო ადგილი, სადაც უნდა დაგვერგო ხეები, დავუკავშირდით თბილისის მერიის თანამშრომლებს ტრასპორტთან დაკავშირებით. ყველაფერი მოგვარებული ვქონდა თითქმის და ამ დროს 9 აპრილის აქციები დაიწყო. მერიიდან გვითხრეს, რომ ვერ უზრუნველყოფდნენ ჩვენს უსაფრთოხოებას, გვირჩიეს, თავი შეგვეკავებინა გამგზავრებისგან :(

ნერგები 136-ე სკოლის ეზოში დავრგეთ.

Advertisement

1 Comment »

  1. zurriuss said

    რას ვიზამთ… მერე გადამწვარი ტყის ადგილს, ალბათ, მეწყერი მოთხრის და მთავრობა, იმედია, მაშინ მაინც მოიცლის რაიმე სამაშველო სახის ტრანსპორტის გამოსაყოფად…

RSS feed for comments on this post · TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.