მე-6 კლასში გადავწყვიტეთ, დაგვეწყო მუშაობა პროექტზე „ქართველი მათემატიკოსები’’.
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, სულ 4 ჯგუფი შეიქმნა, მათ აირჩიეს ერთი მათემატიკოსი, რომელზეც უნდა შეეგროვებინათ სრულყოფილი ინფორმაცია (ბიოგრაფია და სამეცნიერო მოღვაწეობა).
საინფორმაციო სტატიები შეიქმნა ნიკო მუსხელიშვილზე, ანდრია რაზმაძეზე, ევგენი ხარაძეზე, გიორგი ნიკოლაძეზე.
მუშაობისას მოსწავლეები ძირითადად იყენებდნენ სხვადასხვა წიგნებს, მოუწიათ საჯარო ბიბლიოთეკაში რამდენჯერმე წასვლა. ინტერნეტი ნაკლებად დაეხმარათ ინფორმაციის მოძიებაში. ინფორმაცია თითქმის არ არსებობს ამ მათემატიკოსებზე ელექტრონული სახით.
ნიკო მუსხელიშვილის შვილიშვილს ქალბატონ მარინა მუსხელიშვილს შეხვდნენ ბავშვები. დაათვალიერეს ბატონი ნიკოს სამუშაო ოთახი, ნივთები, მოსწავლეებმა შეიტყვეს ბევრი საინტერესო და საზოგადოებისათვის უცნობი ამბის შესახებ ქალბატონი მარინასგან.




მუშაობისას, ვფიქრობ, ბავშვებს განუვითარდათ უცხო მასალის მოძიებისა და დამუშავების, ჯგუფური მშაობისათვის საჭირო და აუცილებელი უნარები. მათ თითქმის არაფერი იცოდნენ ამ მათემატიკოსებზე. რამდენიმე თვეში კი მოახერხეს დაეწერათ „სქელტანიანი“ რეფერატები ამ ადამინებზე.
