28 აპრილს მესამე კლასმა კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია გამართა . ამჯერად მზრუნველობამოკლებულ უნარშეზღუდულ ბავშვებს დავეხმარეთ. მოსწავლეებმა თავად შეაგროვეს ტანსაცმელი, ტკბილეული, თოჯინები, სხვადასხვა სათამაშო.
მასპინძლებისთვის ხალხური სიმღერებიც შეასრულეს.
ბავშვები პატარაობიდანვე რომ მზრუნველობას ეჩვევიან, შეუძლებელია, მომავალშიც არ გამოამჟღავნონ სხვათა დახმარებისა და თანადგომის სურვილი.
მეორე მხრივ, ამ სახლის ბავშვებსაც ექნებათ განცდა, რომ მარტონი არ არიან და მათ გვერდით ყოველთვის არის საზოგადოება, რომელიც ზრუნავს მათზე.
P.S. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებამ გააშუქა.



